
ათენში საქართველოს ცხრა მოქალაქე დააკავეს
15/05/2020 08:49:36 სამართალი
ბერძენმა სამართალდამცველებმა ათენში საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს. საუბარია 31 სახლისა და მაღაზიების გაქურდვაზე.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, სამართალდამცველები დაჯგუფებას ბოლო 3 წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.
ირკვევა, რომ ჯგუფი გასაქურდი სახლების სესახებ ინფორმაციას მომვლელად დასაქმებული ქალისგან იღებდა. დაკავებულია 8 კაცი და ერთი ქალი – სავარაუდოდ, სწორედ ხსენებული მომვლელი.
პოლიციამ ჩხრეკისას სხვადასხვა ნივთები ამოიღო, მათ შორის – სამკაულები, საათები, კომპიუტერები, საფულეები. ასევე ამოღებულია 6 500 ევრო, ხოლო მოპარული ნივთების სრული ღირებულება 150 000 ევროს შეადგენს. ასევე ნაპოვნია სამი მოპარული მანქანა.