
"მზად ვარ პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად"
15/05/2020 11:24:06 საშინაო პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მზადაა, საქართველოს პარლამენტში მივიდეს. ამის შესახებ პრემიერმა განათლების სამინისტროს გეგმის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მსმენია და მესმის, რომ საზოგადოებაში დაგროვდა გარკვეული კითხვები, საინტერესო კითხვები, მათ შორის ობიექტური კითხვები, იმასთან დაკავშირებით როგორ მოქმედებდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში და ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მინდა განვაცხადო მზაობა როგორც ჩემი პირადი, ასევე მთავრობს თითოეული წევრის, ნებისმიერი სახით პარლამენტშიც მათ შორის მოსვლასთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარევ, მინდა გითხრათ, რომ მზად ვართ ნებისმიერ დროს, როცა პარლამენტი საჭიროდ ჩათვლის, ვეახლოთ პარლამენტს და წარვუდგინოთ ის დეტალური ანგარიში, თუ როგორ მართავდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქვეყანას," - განაცხადა გახარიამ.
ოპოზიცია გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლას მაისის დასაწყისში ითხოვდა. პ“ერთიანი ნაციონალური მოძრობა” და “ევროპული საქართველო” პრემიერ-მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით იბარებდნენ. ოპოზიცია მთავორბის ანტიკრიზისულ გეგმას აკრიტიკებდა.