Accentnews.ge
ირაკლი კობაიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ და შეწყალების თაობაზე  ბრიფინგიდან გაიგეს

ირაკლი კობაიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ და შეწყალების თაობაზე ბრიფინგიდან გაიგეს

15/05/2020 17:41:57 საშინაო პოლიტიკა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ ჰქონია და ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა შეწყალების თაობაზე ბრიფინგიდან გაიგეს.

"ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და ეს არის სიახლე, რომელიც ჩვენ გვაქვს უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში, რომ ერთმანეთისგან არის გამიჯნული კონსტიტუციური ორგანოები და ინსტიტუტები ისე, როგორც უნდა იყოს გამიჯნული. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ორი თვის განმავლობაში, რომ პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი თავის უფლებამოსილების განხორციელებაში, მათ შორის შეწყალების ნაწილში და როდესაც ოპოზიცია მოითხოვდა ჩვენგან პრეზიდენტისთვის დავალების მიცემას, ეს იყო ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს მიუთითებდა იმაზე, რომ ოპოზიციამ დღემდე ვერ გაიგო ის, თუ რა არის სამართლებრივი სახელმწიფო და ხელისუფლების დანაწილება. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი არის გამიჯნული პოლიტიკური ხელისუფებისგან და ეს ასეც უნდა იყოს. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვაკადრებდით პრეზიდენტს ვერანაირი მითითების მიცემას და ასეთი რამ აზრად არ გაგვივლია. ჩვენ არ გვქონია პრეზიდენტთან კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ამის თაობაზე შევიტყვეთ, როცა ჩატარდა ბრიფინგი”, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S