
"ადამიანურად პრეზიდენტს მადლობას ვეუბნები, მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღა"
15/05/2020 18:10:03 სამართალი
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა, რომელმაც საპატიმრო რამდენი წუთის წინ დატოვა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის.
"მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს არც მე, არც ოქრუაშვილი 100 წელი არ გავახსენდებოდით, ფაქტია, რომ მისი ხელმოწერაა ჩემი შეწყალების აქტზე და ამიტომ, ბუნებრივია, ადამიანურად მას მადლობას ვეუბნები, მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღა", – განაცხადა უგულავამ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.