Accentnews.ge
"საჭიროა ერთობლივი გზავნილები დასავლეთში, რომ ქვეყანა დამშვიდებულია, ამიტომ რევანშისტულ განცხადებებს აღარ ვაპირებ"

"საჭიროა ერთობლივი გზავნილები დასავლეთში, რომ ქვეყანა დამშვიდებულია, ამიტომ რევანშისტულ განცხადებებს აღარ ვაპირებ"

15/05/2020 18:34:26 სამართალი

"ვაპირებ, მაქსიმალურად ხელი შევუწყო ოპოზიციის კონსოლიდაციას, მაქსიმალურად ხელი შევუწყო, რომ ოპოზიციამ მოახერხოს არჩევნებზე იმ შედეგის დადება, რაც საფუძველს შეუქმნის კოალიციური მთავრობის შექმნას", – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ კიდევ ბევრ ოპოზიციონერს მრავალი წლით გაუშვებდა ციხეში და ეს დაპირებაც ვერ შეასრულა, ხომ ხედავთ. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში, რომლის ნაწილიც იყო, რა თქმა უნდა, ჩვენი გათავისუფლება. განსაკუთრებულ მადლობას ვეუბნები ოპოზიციის ყველა ლიდერს და განსაკუთრებულ მადლობას ვეუბნები ამერიკის ელჩ დეგნანს, ევროკავშირის ელჩ ჰარცელს, ისევე, როგორც სენატორ რიშს და კუბილიუსს. რომ არა მათი ძალისხმევა, მათი შეფასებები, ალბათ ეს შედეგი არ დადგებოდა. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს და გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს. ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება საარჩევნო პროცესის ცვლილების შესახებ. ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება არჩევნების შესახებ. ეს არის შეთანხმება საქართველოში მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლილების შესახებ. ყველამ კარგად გაითავისოს ეს, განსაკუთრებით ხელისუფლებამ. [...] ახლა ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე. აქედან საჭიროა ერთობლივი მშვიდი გზავნილები დასავლეთში, რომ ქვეყანა დამშვიდდა და არჩევნები ნორმალურ ვითარებაში ჩაივლის. ამიტომ მე აღარ ვაპირებ არც ნიშნის მოგებით განცხადებების კეთებაც, არც რევანშისტულ განცხადებებს, სიმშვიდეა საჭირო", – განაცხადა ოქრუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S