Accentnews.ge
საჩხერეში მომხდარი დაპირისპირების შესახებ დეტალები ხდება ცნობილი

საჩხერეში მომხდარი დაპირისპირების შესახებ დეტალები ხდება ცნობილი

16/05/2020 08:48:00 სამართალი

სოფელ პერევისაში, სადაც "ჯორჯიან მანგანეზის" ახალი მაღაროს მშენებლობა მიმდინარეობს, მომხდარი ინციდენტის შესახებ დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, ადგილობრივების ინფრმაციით, ცვლის უფროსსა და მუშას შორის მოხდა. ცვლის უფროსს ჭრილობები მუცლის, ქვდა კიდურის და ხერხემლის არეში დანით აქვს მიყენებული.

მოგვიანებით, ინციდენტი საჩხერის რაიონულ პოლიციაში გაგრძელდა. შსს–ს ვერსიის თანახმად, დაკავებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომელს, თუმცა არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" მუშას ფიზიკურად ჯერ პოლიციელები გაუსწორდნენ და შემდეგ თავად დაესხა პოლიციის განყოფილების უფროსს თავს.

რაც შეეხება უკმაყოფილებას, ადგილობრივი პროფკავშირების ინფორმაციით, უმუშევრად დარჩენის საფრთხეს უკავშირდება. რამდენადაც ცნობილია, მაღაროელებმა, თავის დროზე, სოლიდარობა გამოუცხადეს, სოფელ ითხვისის დაზარალებულ მოსახლეობას და მაღაროში მუშაობაზე უარი განაცხადეს, ამის გამო კომპანია მათ ხელფასის მხოლოდ 30%-ს უხდის.

ინციდენტის შესახებ ინფორმაცია 15 მაისს შსს–მ გაავრცელა. კერძოდ, უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 მაისს ბ.გ-მ ურთიერთშელაპარაკებისას, მის თანამშრომელს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ში ამბობენ, რომ დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია. ხ.ც.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ამასთან, იმავე დღეს საგამოძიებო ღონისძიების მიმდინარეობისას, ბ.გ.-მ საჩხერის პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობაში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საჩხერის პოლიციის თანამშრომელს.

გამოძიება ბ.გ.-ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით – 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმას და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S