
ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს
16/05/2020 13:07:04 კონფლიქტები
ოკუპანტებმა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. საუბარია ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, პროცესი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს და ხორციელდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შეცვლა და დამატებითი უკანონო ინსტალაციების აღმართვა
"ფაქტის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია",– აცხადებენ სუს–ში და დასძენენ, რომ „უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“.