
საჩხერეში მოზარდთან გარყვნილი ქმედებისთვის 30 წლის პირი დააკავეს
16/05/2020 16:04:01 სამართალი
სამართალდამცველებმა საჩხერეში მოზარდთან გარყვნილი ქმედებისთვის 30 წლის პირი დააკავეს.
როგორც შსს იუწყება, 1990 წელს დაბადებულ ბ.ი.–ს ბრალად წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედება ედება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას.
დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.