
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა 7000–ს მიუახლოვდა
18/05/2020 05:39:18 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა 7000–ს მიუახლოვდა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთშია.
- თურქეთი: 149 435 ინფიცირებული, 4140 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 3 274 ინფიცირებული, 39 გარდაცვლილი
- სომხეთი: 4 472 ინფიცირებული, 60 გარდაცვლილი
- რუსეთი: 281 752 ინფიცირებული, 2 631 გარდაცვლილი
არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 316 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 800 000–ს გადააჭარბა, 1 870 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 695-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 425 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.