Accentnews.ge
გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება

გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება

18/05/2020 07:24:33 სამართალი

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა მისი გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადეს.

„გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე დღეს დავკითხავთ სამ მოწმეს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, რასაც დაცვის მხარე აყენებს, თავისთავად, ამ გარემოებას ჩვენ არ დავეთანხმებით, რადგან არავითარი ახალი გარემოება აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა, არ არსებობს. რაც შეეხება სამხილებს, რაც აქამდე არსებობდა ბრალდების მხრიდან, ძალაშია“,- განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ საერთაშორისო გამოხმაურების გამო, გიორგი რურუა გათავისუფლდეს, პროკურორი აცხადებს, რომ ბრალდების მხარე მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ხელმძღვანელობს.

„ბრალდების მხარე ხელმძღვანელობს იმ მტკიცებულებებით, რაც სისხლის სამართლის საქმეშია და აფასებს მის საფრთხეებს, რაც ბრალდებულის მხრიდან მომდინარეობს, როდესაც აღკვეთის ღონისძიებას ეხება საქმე. შესაბამისად, ჩვენ ამ გარემოებებით, ამ მოცემულობით ვხელმძღვანელობთ და აღკვეთის ღონისძიების გაუქმების რაიმე საფუძველს ჩვენ ვერ ვხედავთ. დაკითხულია ბრალდების მხარის მოწმეების მხოლოდ მესამედი, დასაკითხია მოწმეების კიდევ საკმაოდ დიდი რაოდენობა. შესაბამისად, არსებობს მტკიცებულებები“,- განაცხადა ვასილ სამხარაძემ.

ცნობისთვის: გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S