Accentnews.ge
გუდაუთის მკვიდრს, რომელმაც ექიმები არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა, სს საქმით ემუქრებიან

გუდაუთის მკვიდრს, რომელმაც ექიმები არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა, სს საქმით ემუქრებიან

18/05/2020 09:07:39 კონფლიქტები

გუდაუთის მკვიდრი ალექსანდრე ცვეიბა, რომელსაც 13 მაისს კორონავირუსული ინფექცია დაუდგინეს, დიაგნოზს ეჭვქვეშ აყენებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში იგი ექიმებს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს. მაგალითად, მამაკაცს არ ესმის, რატომ დააწვინეს მასთან ერთ პალატაში 11 წლის და, რომელსაც COVID-19 არ დაუდასტურდა.

«უკვე 5 დღეა, აქ ვართ. 10 წვეთოვანი დამიყენეს, რისთვის – გაუგებარია. სიცხე როგორც აქამდე ხტოდა, ისე ხტის ახლაც. გამჭყიპეს წამლებით, რომელთაგანაც ჩემს დას უკვე გვერდითი ეფექტები გამოუვლინდა, გუშინ მუცლის არეში ტკივილი ჰქონდა, გვტკიოდა თავიც. დღეს ჩემმა დამ საერთოდაც გონება დაკარგა. მდგომარეობა მხოლოდ დამძიმდა. რენტგენის სურათები ვითხოვეთ ნაცნობ ექიმებთან კონსუტაციისთვის. ჩემი დის სურათები სუფთაა, არაფერი სჭირს. მე მცირე ანთება მაქვს, რომელიც ბოლომდე არ არის განკურნებული. მაგრამ არანაირი კორონავირუსი არ გვაქვს. აქ სულ ტყუილად გვაჩერებენ, უბრალოდ გვაწვალებენ», - წერს მამაკაცი.

თავის მხრივ, კორონავირუსთან ბრძოლის ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ამ ინფორმაციას უარყოფს და ყველას შეახსენებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში COVID-19-ის პირველი შემთხვევების გამოვლენის შემდეგ ამ ინფექციის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევებისთვის დაწესდა.

«პაციენტი კლინიკაში 12 მაისს სუნთქვის უკმარისობითა და ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონიით მოათვსეს. ამასთან, მას დაუდგინდა ჰიპერტონია. 13 მაისს კორონავირუსზე ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ჩატარდა თერაპია რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანმო-ს რეკომენდაციების შესაბამისად. პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, სიცხე ნორმაში ჩადგა, სუნთქვის უკმარისობის სიმპტომები მოიხსნა», - ნათქვამია შტაბის განცხადებაში. თუმცა დის დიაგნოზის შესახებ მასში არაფერია მითითებული, განმარტებულია მხოლოდ, რომ მისი სტაციონირება კორონავირუსზე ეჭვით იყო გამოწვეული იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ინფიცირებულ ძმასთან უშუალო კონტაქტში იმყოფებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S