
"ვაპირებ, მაჟორიტარად ვიყარო კენჭი"
18/05/2020 11:59:26 საშინაო პოლიტიკა
„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, იგი მაჟორიტარად კენჭს სავარაუდოდ, თბილისში იყრის. ამის შესახებ მან „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ამაზე გვქონდა ზოგადი საუბარი, არა კონკრეტული, ალბათ ერთი კვირა, ორი კვირის ვადაში ყველა პარტია უკვე ჩამოყალიბდება, მონაწილეობს თუ არა მაჟორიტარების შეთანხმებაში. მე პირადად ვმონაწილეობ მაჟორიტარობასაც, სავარაუდოდ, თბილისში", - განაცხადა ვაშაძემ.