
გიგი უგულავა: "ლოგიკურია, ვიყო მაჟორიტარი"
18/05/2020 12:11:30 საშინაო პოლიტიკა
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ოპოზიცია მაჟორიტარების საერთო კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს, რათა მათი ხმები არ გაიყოს. მისივე თქმით, ლოგიკურია, რომ ერთ-ერთი კანდიდატი სწორედ ის იყოს.
"მე, მაღალი ალბათობით, ვიქნები მაჟორიტარი იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები შეჯერდებიან ოლქზე და ჩემს პერსონაზე. ამიტომ მე ჯერ ამაზე არ მიფიქრია. ლოგიკური არის, რომ მე ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად ვიქნები, როგორ ვიქნები ვერ ვიტყვი", - განაცხადა უგულავამ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.