
გუდაური-კობის მონაკვეთზე გაუჩერებლად გავლის რეჟიმი მოიხსნა
18/05/2020 13:22:18 რეგიონები, რეკლამა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, შესაძლებელია ხუთივე ზვავდამცავი გვირაბის შემოვლითი გზებით სარგებლობა.
უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გაუჩერებლად გავლის რეჟიმი მოიხსნა.