ხვალიდან ბოლნისის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები იხსნება

18-05-2020 21:40:09 რეგიონები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 19 მაისიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

კარანტინის რეჟიმი უქმდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნახიდური, ფარიზი, ცურტავი, დაბა თამარისი, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური და მწყნეთი.

აღნიშნულ სოფლებში ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ თავად ბოლნისი კვლავ ჩაკეტილია. აკრძალულია მუნიციპალიტეტში სესვლა და მუნიციპალიტეტიდან გამოსვლა.

ქვეყანაში კორონავირუსი 701 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 432 უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსს სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები