Accentnews.ge
შითსი: „ვისაც აფხაზეთის ან რუსეთის მმართველ პირებთან უსაუბრია, იცის, რომ ურთიერთობები პრობლემური გახდა“

შითსი: „ვისაც აფხაზეთის ან რუსეთის მმართველ პირებთან უსაუბრია, იცის, რომ ურთიერთობები პრობლემური გახდა“

18/05/2020 18:04:28 კონფლიქტები

დამოუკიდებელი ანალიტიკოსის ლორენს სკოტ შითსის შეფასებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან ბჟანიას გამარჯვება რუსეთთან გართულებულ ურთიერთობებზე მიუთითებს.

„რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებული რაულ ხაჯიმბას გადადგომა და ასლან ბჟანიას არჩევა, რომელიც უფრო სკეპტიკურადაა განწყობილი კრემლის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო კონტროლისადმი, ნათლად წარმოაჩენს მოსკოვსა და სოხუმს შორის არსებული ურთიერთობის სირთულეს. „ძმური ურთიერთობების“ შესახებ გაკეთებული ოფიციალური განცხადებების მიუხედავად, ყველამ, ვისაც უშუალოდ უსაუბრია აფხაზეთის ან რუსეთის მმართველ პირებთან, კარგად იცის, რომ აღნიშნული ურთიერთობები უფრო მეტად პრობლემური გახდა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში“,– ამბობს ანალიტიკოსი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, თბილისი უნდა შეეცადოს კონტაქტების გაღრმავებას, თუმცა ის ძირეული ცვლილებებისთვის ნიადაგს, მიუხედავად იმისა, რომ ბჟანიამ დიალოგისთვის სივრცე დატოვა, ვერ ხედავს:

„თბილისი, რა თქმა უნდა, უნდა შეეცადოს სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური კონტაქტების გაღრმავებას, რაც ყველაზე უკეთ ისეთი ნაბიჯების გადადგმით მიიღწევა, როგორიც არის ადამიანებისა და საქონლის გადაადგილების გამარტივება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან. ამის გარეშე, ურთიერთობების შედარებით მცირედი გაუმჯობესებაც კი შეუძლებელია.

თუმცა, რუსეთის მმართველი ელიტისა და საქართველოს მიმართ მათი პოზიციის გათვალისწინებით, ნებისმიერი ძირეული ცვლილება მხოლოდ სურვილად რჩება. მართალია, ბჟანიამ დატოვა მცირე სივრცე მოლაპარაკებისთვის, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ რუსეთი თითქმის სრულად აკონტროლებს აფხაზეთს და მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი აქვს დახარჯული იმისთვის, რომ მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა ჰყავდეს აფხაზეთში.

ამჟამად აფხაზეთი თითქმის სრულად არის რუსეთზე დამოკიდებული; რუსეთი აკონტროლებს აფხაზეთის მთლიან სასაზღვრო პერიმეტრს და, შესაბამისად, ვაჭრობასაც. ასევე, უზრუნველყოფს აფხაზეთის ბიუჯეტის შემოსავლების ნახევარზე მეტს. მართალია, რუსეთმა არ გამოიყენა ძალაუფლება ხაჯიმბას მხარდასაჭერად, თუმცა ის აუცილებლად გამოიყენებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბერკეტებს იმისთვის, რომ მანევრირების სივრცე შეუზღუდოს ბჟანიას ან სხვა ნებისმიერ ადგილობრივ ლიდერს“.

სტატია იხილეთ სრულად ➡️ http://gip.ge/

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S