Accentnews.ge
მეუღლეზე ძალადობისა და მუქარისთვის მამაკაცი დააკავეს

მეუღლეზე ძალადობისა და მუქარისთვის მამაკაცი დააკავეს

19/05/2020 05:25:13 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1953 წელს დაბადებული ტ.ტ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

შსს–ს ცნობით, ტ.ტ.-მ მეუღლეს - 1952 წელს დაბადებულ მ.გ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა- 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S