Accentnews.ge
დაპირისპირება ქუთაისში: სამართალდამცველებს მოზარდზე ძალადობაში ადანაშაულებენ

დაპირისპირება ქუთაისში: სამართალდამცველებს მოზარდზე ძალადობაში ადანაშაულებენ

19/05/2020 06:06:56 სამართალი

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, „კომენდანტის საათის“ დროს სოციალური საცხოვრისის ბინადრებს გარეთ ყოფნის გამო პოლიციამ შენობაში შესვლისკენ მოუწოდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

ადგილობრივები სამართალდამცველებს ძალადობაძი ადანაშაულებენ. მათი ნაამბობის მიხედვით, ერთ-ერთი ახალგაზრდის დაკავება პოლიციამ სცადა, თუმცა ჩხუბში სხვა არასრულწლოვნებიც ჩაერივნენ.

ერთ-ერთი მოზარდის დედა აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა მისი 15 წლის ქალიშვილი სცემეს და მოზარდს სახეზე და სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

ცნობისთვის: ქვეყანაში „კომენდანტის საათი“ მოქმედებს, რომლის დარღვევაც ადმინისტრაციულ პასუხსიმგებლობას – ჯარიმას ითვალისწინებს. მოქალაქეებს ღამის 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გარეთ ყოფნა ეკრძალებათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S