
ბათუმში პოლიციამ საკარანტინო ზონაში მყოფი პირი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა
19/05/2020 07:26:20 სამართალი
პოლიციამ საკარანტინო ზონაში მყოფი პირი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით,1992 წელს დაბადებული ნ.შ. ბათუმში დააკავეს.
"სამართალდამცველებმა ბათუმში, საკარანტინო ზონაში მოთავსებული ბრალდებულის დროებითი საცხოვრებლის-სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ 10 აბი და 5 აბის ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 5-დან 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს". – აცხადებენ შსს–ში.