
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 101 პირი დაჯარიმდა
19/05/2020 08:39:34 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 101 ფაქტი გამოავლინა. მათგან ყველაზე მეტი – 92 „კომენდანტის საათის“ დარღვევაზე მოდის, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე რვა პირი დააჯარიმეს, ხოლო თვითიზოლაციის წესის დარღვევის ერთი ფაქტი გამოვლნდა.
ცნობისთვის: საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.