
აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა
19/05/2020 10:51:00 კონფლიქტები
გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 24-ს შეადგენს.
მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის ადგილობრივი ოპერატიული შტაბის ცნობით, ტესტირება დღე-ღამის განმავლბაში სულ 88 მოქალაქემ გაიარა და მათგან ოთხს ვირუსი დაუდასტურდა. ოთხივეს გუდაუთის ჰოსპიტალში გადაიყვანენ სამკურნალოდ.
მისივე ინფორმაცით, რუსეთიდან დაბრუნებული 52 კურსანტი, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდგინდათ, სოხუმის სანატორიუმ “აიტარიდან” გასაწერად ემზადებიან. 17 მაისს გუდაუთის ჰოსპიტალში სტაციონირებული 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია, უარყოფითი დინამიკის გარეშე.
ოპერატიული შტაბი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესამჩნევ გაუარესებას უსვამს ხაზს და მოსახლეობას მოუწოდებს, კარანტინისა და თვითიზოლაციის რეჟიმი განუხრელად დაიცვას.