
“უკვდავი პოლკის” ხელმძღვანელს პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა
19/05/2020 11:35:07 სამართალი
ორგანიზაცია “უკვდავი პოლკის” ხელმძღვანელ რევაზ გოგიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.
როგორც ცნიბილია, გამოძიება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, რაც დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდებას გულისხმობს.
თავად რევაზ გოგიძე საქართველოში არ იმყოფება და საკუთარ “ფეისბუქ”– ჩართვაში ბრალდებებს უარყოფს. ის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოში მის საქმიანობას – “უკვდავ პოლკს” უკავშირებს და ირწმუნება, რომ პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები ფალსიფიცირებული იყო.
გოგიძე განაჩენის აპელაციის გზით გასაჩივრებას გეგმავს.