Accentnews.ge
გამსახურდიას საქმეზე დაკავებული ერთ–ერთი პირის მიმართ სამართებლივი დევნა შეწყდა

გამსახურდიას საქმეზე დაკავებული ერთ–ერთი პირის მიმართ სამართებლივი დევნა შეწყდა

19/05/2020 13:51:08 სამართალი

დღეს, 19 მაისს ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა გაიმართა. დისტანციურ სხდომაზე დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის შეცვლას მოითხოვდა. სხდომაზე მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული თორნიკე ქვათაძის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე თავდაპირველად ხუთი პირი იყო ბრალდებული. ამჟამად ორი ბრალდებულს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდა, ორ პირს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას.

შემდეგი სხდომა 2 ივნისს, 13:00 საათზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. შემთხვევა თბილისში, ვერაზე მოხდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S