Accentnews.ge
"უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებამდე ივანიშვილი, გახარია და თალაკვაძე წინასწარ გავაფრთხილე"

"უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებამდე ივანიშვილი, გახარია და თალაკვაძე წინასწარ გავაფრთხილე"

19/05/2020 14:52:09 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეწყალების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე წინასწარ გააფრთხილა.

"სრულიად დამოუკიდებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, გადაწყვეტილების გაჟღერებამდე ​შევატყობინე. შევატყობინე იმ შტოებს, ქვეყნის ინსტიტუტებს, იმიტომ, რომ არ შეიძლება, ასეთი გადაწყვეტილება იყოს სრულიად მოულოდნელი. კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და "ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს", – განაცხადა პრეზიდენტმა "ღამის კურიერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ცნობისთვის: 15 მაისს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყალებინა ოპოზიციის მიერ "პოლიტპატიმრებად" წოდებული პოლიტიკოსები – გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. აღნიშნული გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში "ქართული ოცნების" ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ირწმუნებოდა, რომ მმართველმა გუნდმა შეწყალების თაობაზე პრეზიდენტის ბრიფინგიდან შეიტყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S