
ბოლნისის სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ხუთ პირს დაუდგინდა
19/05/2020 16:13:59 საშინაო პოლიტიკა
ბოლნისის სოფელ მუშევანში ახალი კორონავირუსი კიდევ ხუთ პირს დაუდგინდა. მათი ინფიცირების წყარო ცნობილია და ისინი ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.
დღეს დადასტურებული ხუთი შემთხვევის გათვალისწინებით, სოფელ მუშევანის ე.წ. კლასტერთან 50 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
ამ დასახლებაში 25 აპრილის შემდეგ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში 156 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 66 პირი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა.