Accentnews.ge
"ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რომ ზოგმა ეკლესიიდან გამოთქვა აზრი, რომ შეიძლება, ცუდი იყოს ვაქცინები COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ"

"ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რომ ზოგმა ეკლესიიდან გამოთქვა აზრი, რომ შეიძლება, ცუდი იყოს ვაქცინები COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ"

19/05/2020 18:31:37 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დიდ პატივს სცემს ეკლესიას, თუმცა ვაქცინებთან დაკავშირებით ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებები საერო საქმეებში ჩარევაა და მისთვის სრულიად მიუღებელია.

"მე ძალიან დიდ პატივს ვცემ არა მარტო პატრიარქს, არამედ ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს და ეს გამოჩნდა არაერთხელ, მემგონი. აქაც ყველაფერში არ ვეთახნმები. მაგალითად, არ ვეთანხმები დღეს იმაში, რაც ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი, რომ ზოგმა ეკლესიიდან გამოთქვა აზრი, რომ შეიძლება, ცუდი იყოს ვაქცინები COVID-19–ის პანდემიის წინააღმდეგ. ჯერ ერთი, აბსურდია, ვაქცინა ჯერ არ არსებობს, არ ვიცით, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის. [...] ეს უკვე არის ჩარევა იმაში, რაც არის საერო საქმეები და ჯანდაცვის კომპეტენცია და ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან მძიმე შედეგები, რადგან ისედაც გავრცელებულია მოსახლეობაში ნაწილობრივ რუსული ფეიქნიუსები, ნაწილობრივ სხვა, ის რომ საერთოდ აცრები არის პრობლემატური, რომ ლუგარის ცენტრი არის მავნებელი. რეალურად ამ ცენტრმა გადაგვარჩინა ამ სიტუაციაში და ეს არის პირდაპირ დარტყმა საქართველოს დემოგრაფიაზე და ვინმე ამას თუ ვერ ხედავს, დრო არის გონს მოეგოთ", -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S