Accentnews.ge
სტიქიამ ხარაგაულის, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლები დააზარალა

სტიქიამ ხარაგაულის, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლები დააზარალა

13/06/2019 06:14:26 სხვა, რეგიონები

ძლიერმა წვიმამ გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლები დააზარალა. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობაა სოფლებში, ყელქცეული და ძლევიჯვარი.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ძლიერი წვიმის შემდეგ, სარწყავ არხებში წყალმა მოიმატა. სახნავ-სათესი ფართობები და საცხოვრებელი სახლები სავარაუდოდ, სალთვისის არხმა დატბორა, რომელიც სათავეს ცხინვალიდან იღებს და ლიახვის მარჯვენა სანაპიროს ამარაგებს სარწყავი წყლით. 

სტიქიის შედეგად გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის 5-ზე მეტ სოფელში, დატბორილია საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები, ასევე ხეხილის ბაღები, სკები, ბოსტნები და მინდვრები. 

ძლიერი წვიმის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. პარალიზებულია სოფლის სამი საუბნო გზა. ჩაწყვეტილია ბონდის ხიდი, დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც მოვარდნილმა მდინარე ზვარულამ შინაური ცხოველების და ფრინველების სადგომები გაუნადგურა.

შედარებით მსუბუქად დაზიანდა მოლითის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც სოფელ ანიულას ბონდის ხიდია ჩაწყვეტილი. ადიდებულმა ჩხერიმელამ მწყობრიდან გამოიყვანა დიდვაკის ქარხნის უბანში გადამავალი საავტომობილო ხიდი. ზვარეში გზების აღდგენის მიზნით ტექნიკა შეჰყავთ.

მოსახლეობა კომისიის შექმნას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S