ფაშინიანი ერთ თვეში კორონავირუსის შემთხვევების გაორმაგებას ელის

20-05-2020 10:17:14 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყანა დგას პრობლემის წინაშე, რომელიც კორონავირუსის მიმართ „არასაკმარისად სერიოზული“ დამოკიდებულებითაა გამოწვეული.

„ყველა ჩვენგანმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული პოლიტიკური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა. თუ ჩვენ ამ ტემპს არ გარდავტეხთ, მაშინ 29 მაისს ჩვენთან კორონავირუსის 10 ათასი შემთხვევა იქნება, ხოლო 12 ივნისისთვის - 20 ათასი,“ - დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში.

ამ შემთხვევაში, ფაშინიანის თქმით, სასიკვდილო შემთხვევები არსებითად მოიმატებს, ვინაიდან რეანიმაციული განყოფილებები გადატვირთული იქნება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ის იძულებული გახდა გაეკეთებინა ასეთი განცხადება მას შემდეგ, რაც ქუჩებში ბოლო დღეებში დაინახა ადამიანები, რომლებიც ერთმანეთში საუბრობენ ნიღბების გარეშე, არ იცავენ სოციალურ დისტანციას.

ფაშინიანმა მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან აუცილებელი დისტანცია, გაიკეთონ დეზინფექცია და ისარგებლონ დეზინფიცირებული ჭურჭლით.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მიიღეს „უმკაცრეს ზომებს, დააჯარიმებს წესრიგის დამრღვევებს, ვინაიდან ეს განეკუთვნება ეროვნულ უსაფრთხოებას“.

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევებში ბოლო დღეებში 218-ით გაიზარდა და 5041-ს მიაღწია. ქვეყანაში ეპიდემიის განმავლობაში 64 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები