Accentnews.ge
ოკუპანტებმა აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

ოკუპანტებმა აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

20/05/2020 08:00:36 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახლდა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მიმდებარედ "დამატებითი უკანონო ე.წ. ინსტალაციები აღმართეს".

"აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას," - აცხადებენ სუს-ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S