
აფხაზეთში კიდევ ერთი კოვიდ-ინფიცირებული გამოავლინეს
20/05/2020 08:44:56 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის “მოსახლეობის კორონავირუსული ინფექციისგან დაცვის ოპერატიული შტაბი” ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევის დადასტურების შესახებ იუწყება.
შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება სულ 90 მოქალაქეს ჩაუტარდა და ერთ-ერთ მათგანს – აფხაზ კურსანტს, რომელიც რუსეთის სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა, კოვიდ-ინფექცია გამოუვლინდა. იგი სამკურნალოდ გუდაუთის სამხედრო ჰოსლიტალში გადაიყვანეს.
ამგვარად, სულ აფხაზეთში ამ დროისთვის კოვიდ-ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული.
შტაბი მოუწოდესბ ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას, “ეპიდემიოლოგიური ვითარების შესამჩნევი გაუარესების” ფონზე ზედმიწევნით დაიცვას კარანტინის, თვითიზოლაციის წესები და სახლიდან განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე არ გავიდეს.