
საქართველოს პრეზიდენტი ბინას აქირავებს
20/05/2020 09:17:07 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ბინას აქირავებს. როგორც სალომე ზურაბიშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, ბინის გაქირავებიდან საქართველოს პრეზიდენტი შემოსავლის სახით წელიწადში 21 600 ევროს იღებს.
საუბარია პარიზის პრესტიჟულ უბანში მდებარე 60 კვ.მ ბინაზე, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა 1989 წელს შეიძინა.