Accentnews.ge
ახალგორელი მამაკაცი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანისას გარდაიცვალა

ახალგორელი მამაკაცი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანისას გარდაიცვალა

20/05/2020 09:55:03 კონფლიქტები

ახალგორელი პაციენტი, 63 წლის ჯუმბერ მილაძე ცხინვალის ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას გარდაიცვალა .

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე თვის წინ დამძიმდა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლება ნათესავებს პაციენტის ე.წ. საზღვარზე გადაყვანის უფლებას არ აძლევდა.

მილაძე ახალგორიდან ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 19 მაისს ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შემდეგ კი ნათესავებს პაციენტის „წითელი ჯვრის“ მეშვეობით საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაყვანის ნებართვა მისცეს. ჯუმბერ მილაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანაში გარდაიცვალა. მისი დიაგნოზი ამ დროისთვის უცნობია.

სერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჯუმბერ მილაძეს ოკუპაციის მორიგი მსხვერპლი უწოდა:

"ახლა მიმდინარეობს ექსპერტიზა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მამაკაცს ჰქონდა ინსულტი, რამდენიმე დღის წინ ახალგორის საავადმყოფოდან ის გადაიყვანეს ცხინვალში, რაც მოგეხსენებათ, უკავშირდება საკმაოდ რთულ სერპანტინებს მაღალ მთაში, რაც თავისთავად, უკუჩვენებას იწვევს ასეთ პაციენტებში. რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ცხინვალის საავადმყოფოდან მისი ოჯახი ცდილობდა, რომ პაციენტი გადმოეყვანა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც არ მოხერხდა. რეალურად, დაგვიანდა და ცხადია, ამან ძალიან დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა.

საუბედუროდ, ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და ამავდროულად, სრულიად არალეგალური შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში. არ უნდა ფერხდებოდეს ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე მაინც გადაადგილება, მით უფრო, მოგეხსენებათ, რომ ახალგორელებს ექმნებათ ძირითადად ეს პრობლემა, რაც არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს მოქმედებებს, რასაც ახორციელებს რეჟიმი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S