Accentnews.ge
გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება

გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება

20/05/2020 10:07:34 სამართალი

"მთავარი არხის" ერთ–ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა.

დღევანდელ სხდომაზე ის ექსპერტები და პოლიციელები დაიკითხნენ, რომლებმაც რურუას მანქანის ჩხრეკა ჩაატარეს. პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა: სიტყვიერი დაპირისპირება ბრალდებულსა და პროკურორს შორის მოხდა, რის საფუძველზეც მოსამართლემ მხარეებს გაფრთხილება მისცა.

ცნობისთვის: გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S