Accentnews.ge
"საარჩევნო კანონპროექტში კვლავ რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი და ვიმედოვნებთ, კანონში ეუთო–ს რეკომენდაციები სრულად იქნება ასახული"

"საარჩევნო კანონპროექტში კვლავ რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი და ვიმედოვნებთ, კანონში ეუთო–ს რეკომენდაციები სრულად იქნება ასახული"

20/05/2020 11:14:46 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

"საარჩევნო კანონპროექტში კვლავ რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი და ვიმედოვნებთ, საბოლოო კანონმდებლობაში ეუთო–ს რეკომენდაციები სრულად იქნება ასახული", – ამის შესახებ საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება საერთო ერთგულებას დემოკრატიის პრინციპების მიმართ. Covid-19-მა ვერ შეაჩერა ჩვენი მუშაობა ამ მიმართულებით. ჩვენ მოვუწოდებთ 8 მატის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ. მხარეებმა იციან ამ შეთანხმების პირობები, რომელიც მიმართულია პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციისკენ და ქმნის უკეთეს გარემოს უფრო მეტი პლურალიზმისთვის. ამასთან, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას პარლამენტთან საარჩევნო რეფორმის თაობაზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ამ თანამშრომლობის ფარგლებში აშშ უზრუნველჰყოფს რეკომენდაციებისა და რჩევების გაცემას იმისათვის, რომ ეუთო–ს რეკომენდაციები სრულად იყოს ასახული კანონმდებლობაში. ეს რეკომენდაციები მიმართულია იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა არჩევნების დროს. მიმართულია, რომ ხელი შეუწყოს უფრო სანდო, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ოქტომბერში. მოხარული ვარ, რომ საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის ბოლო ვერსია გარკვეულ გაუმჯობესებას მოიცავს, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი და ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო კანონმდებლობაში გათვალისწინებული იქნება ექსპერტთა რეკომენდაციები და უკეთესი რეგულაციები, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ამომრჩეველთა დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების არასწორად გამოყენება, ასევე საარჩევნო დავების გადაწყვეტა, ცსკ–ს დაკომპლექტება და სხვა", – განაცხადა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S