Accentnews.ge
ცხინვალი: COVID-19-ისგან პირველი ორი პაციენტი განიკურნა

ცხინვალი: COVID-19-ისგან პირველი ორი პაციენტი განიკურნა

20/05/2020 14:05:53 კონფლიქტები

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსისგან პირველი ორი პაციენტი განიკურნა.

როგორც სააგენტო “რესი” დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, ამ დროისთვის მკურნალობას 32 პაციენტი განაგრძობს, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია და ბევრ მათგანს სიცხეც კი არ აღენიშნება. ამავდროულად, კლინიკები დატოვა 205-მა პირმა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ 2-კვირიან სავალდებულო კარანტინში იმყოფებოდა. და პირიქით, კარანტინში მოათავსეს რუსეთიდან ჩამოსული კიდევ 7 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S