Accentnews.ge
2 მაისამდე დაწერილი ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს

2 მაისამდე დაწერილი ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს

20/05/2020 14:59:53 სამართალი

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხს მირთაგ ასადოვს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის დეკრეტის მე-8 მუხლის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შეაქვს.

სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, 2 მაისამდე დაწერილი ჯარიმები ანტიკონსტიტუციურია, ვინაიდან პრეზიდენტმა თავის უფლებამოსილებებს გადააჭარბა და ამ თარიღამდე დაწერილი ჯარიმები უნდა გაუქმდეს.

„რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ჯარიმები ბევრ გაჭირვებულ მოქალაქეს დაუწერეს. ამის შემდეგ სასამართლოს უამრავმა ადამიანმა მიმართა. ისინი გამოუვალ მდგომარეობაში არიან და აცხადებენ, რომ ჯარიმები უსამართლოდაა დაწერილი", - ამბობს მირთაგ ასადოვი.

როგორც სეიხი განმარტავს, პრეზიდენტმა საგანგებო სიტუაციის გამოცხადებასთან ერთად გამოსცა დეკრეტიც, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დამრღვევი მოქალაქეებისთვის ჯარიმების დაწერას აკანონებდა, თუმცა ასადოვი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი პარლამენტის ფუნქციებს არ უნდა ასრულებდეს.

სარჩელის შეტანის გადაწყვეტილება მირთაგ ასადოვმა არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S