
თბილისში სამგზავრო მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა
13/06/2019 07:40:37 სხვა, სამართალი
თბილისში, ბაგებში სამგზავრო მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრი დაშავდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.