
ყაზბეგზე მომხდარი მკვლელობისთვის 44 წლის კაცი დააკავეს
21/05/2020 06:48:18 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1976 წელს დაბადებული ჯ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს–ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 მაისს ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე, ყოფილი კინოთეატრის შენობაში თავის ნაცნობს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.