საბანკო გადასახადები გარკვეული ჯგუფისთვის კიდევ სამი თვით გადავადდება

21-05-2020 11:09:38 საზოგადოება ,ეკონომიკა

ბანკის გადასახადები გარკვეული ჯგუფისთვის სამი თვით კიდევ გადავადდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გახარიამ განმარტა, იმისთვის, რომ მოქალაქეს აღნიშნული საშეღავათო ინიციატივა შეეხოს, ორ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს:

„ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო სოციალური დახმარების ფარგლებში ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად ეხმარება, სამი თვით ავტომატურად გადაუვადდება სესხი.

ასევე, იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუმცირდა შემოსავალი, სურვილის შემთხვევაში მიმართავს ბანკს და გადაუვადება სესხი, პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე“,- აღნიშნა გახარიამ.

ცნობისთვის: ენმ ხელისუფლებას მოუწოდებს, საბანკო სექტორთან ერთად იმუშაოს, რომ კიდევ სამი თვით გადაავადოს სასესხო ვალდებულებები, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რომან კაკულიას განცხადებით, შესაძლოა, ბანკებს კიდევ ერთი-ორი თვის განმავლობაში საშეღავათო პერიოდის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდეთ, მაგრამ დაბეჯითებით ვერ გეტყვით, ვიდრე ანალიზი არ გაკეთდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები