Accentnews.ge
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 79 პირი დაჯარიმდა

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 79 პირი დაჯარიმდა

21/05/2020 10:13:57 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 79 ახალი ფაქტი გამოვლინდა. გამოწერილი ჯარიმების უმეტესობა – 74 „კომენდანტის საათის“ დარღვევაზე მოდის, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 4 პირი დააჯარიმეს, ხოლო თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის – ერთი.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S