
ცხინვალის რეგიონში კარანტინიდან 25-მდე კურსანტი გაიქცა
21/05/2020 10:30:55 კონფლიქტები
ცხინვალის რეგიონში საკარანტინე სივრციდან რუსეთიდან დაბრუნებული 25-მდე კურსანტი გაიქცა, - იუწყება ადგილიდან «Эхо Кавказа»-ს კორესპონდენტი.
მისივე ცნობით, რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტები ცხინვალის მრავალპროფილურ კლინიკაში სამართალდამცველი ორგანოების ჩარევის შედეგად დააბრუნეს.
ოსური მედია ამ ფაქტს ჯერ-ჯერობით არ ახმაურებს.
სულ ოკუპირებული რეგიონის კლინიკებში ამ დროისთვის რუსეთიდან დაბრუნებული 146 პირი იმყოფება, სხვა საკარანტინე სივრცეებში – კიდევ 213.
სადღეისოდ ცხინვალის რეგიონში, ოფიციალური ინფორმაციით, 34 კოვიდ-ინფიცირებულია აღრიცხული, გამოჯანმრთელებულია 5 პაციენტი. ყველა მათგანი რუსეთიდანაა დაბრუნებული.