
ჩოხატაურში 26 წლის მამაკაცი მოკლეს
21/05/2020 13:01:31 სამართალი
ჩოხატაურში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 26 წლის კაცს საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ სანადირო თოფიდან ესროლეს.
ცხედარი საცხოვრებელ სახლში მეზბელმა ოპოვა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სავარაუდო მკვლელის ვინაოდა დადგენილია და საქმე სავარაუდოდ, ფინანსურ დავას ეხება.
განახლება
შსს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.