
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმე: ცხრა ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
21/05/2020 14:06:05 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე ცხრა ბრალდებულის მიმართ საპროცესო შეთანხმება დაამტკიცდა. ბრალდებულებმა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი აღიარეს.
ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დანარჩენი რვა ბრალდებულის შემთხვევაში კი, სასჯელი ოთხიდან ექვს წლამდე მერყეობს.
საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდა მხოლოდ ერთი ბრალდებულის გ.ბ-ს მიმართ, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა ბრალად. ის არ აღიარებდა ბრალდებას. სასამართლომ მას თავისუფლების ექვსი წლით აღკვეთა მიუსაჯა.
საქმეში დაზარალებული რვიდან 14 წლამდე ასაკის 23 მოზარდია.
ცნობისთვის: დაკავებულთა შორის ძირითადად მშობლები არიან.