Accentnews.ge
ცხინვალის საკარანტინო ზონიდან გაქვეულ კურსანტებს დისციპლინარული სასჯელი ელით

ცხინვალის საკარანტინო ზონიდან გაქვეულ კურსანტებს დისციპლინარული სასჯელი ელით

21/05/2020 14:17:55 კონფლიქტები

ცხინვალის საკარანტინო ზონიდან გაქვეულ 25-მდე კურსანტს დისციპლინარული სასჯელი, მათ შორის რუსეთის სამხედრო სასწავლებლებიდან სავარაუდო გარიცხვა ელით. ამის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლების თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

დღესვე კურსანტების მშობლებს დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი შეხვდა. ოსური მედიის ინფორმაციით, საუბარი “მკაცრი” იყო”.

რუსეთიდან დაბრუნებული 25-მდე კურსანტი ცხინვალის მრავალპროფილურ კლინიკაში მოწყობილი საკარანტინე სივრციდან დღეს გაიქცა. მოგვიანებით ისინი სამართალდამცველი ორგანოების ჩარევის შედეგად დააბრუნეს.

სულ ოკუპირებული რეგიონის კლინიკებში ამ დროისთვის რუსეთიდან დაბრუნებული 146 პირი იმყოფება, სხვა საკარანტინე სივრცეებში – კიდევ 213. სადღეისოდ ცხინვალის რეგიონში, ოფიციალური ინფორმაციით, 34 კოვიდ-ინფიცირებულია აღრიცხული, გამოჯანმრთელებულია 5 პაციენტი. ყველა მათგანი რუსეთიდანაა დაბრუნებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S