Accentnews.ge
სამადაშვილი – „ოცნებას“: „კანონის მოქმედების დრო უფრო მოკლე იქნება, ვიდრე თქვენი პოლიტიკური სიცოცხლე“

სამადაშვილი – „ოცნებას“: „კანონის მოქმედების დრო უფრო მოკლე იქნება, ვიდრე თქვენი პოლიტიკური სიცოცხლე“

21/05/2020 15:07:26 საშინაო პოლიტიკა

„კანონის მოქმედების დრო უფრო მოკლე იქნება, ვიდრე თქვენი პოლიტიკური სიცოცხლე“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ამ კანონპროექტს აუცილებლად მიიღებთ, ისევე როგორც ასრულებთ მორჩილად, ყველა მითითებას, რასაც გაძლევთ გიორგი გახარია და ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ დიდი დღე ამ კანონპროექტს არ უწერია. მერწმუნეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უფრო შემაშფოთებელი იქნებოდა, იმიტომ, რომ კანონპროექტის მოქმედების ვადა იქნება ბევრად უფრო მოკლე, ვიდრე თქვენი პოლიტიკური სიცოცხლე. მე მინდა, დღეს ერთი რამ გითხრათ, კიდევ დაფიქრდით კარგად, მითითებებს რომ იღებთ ხოლმე მწვანე და წითელ ვაშლებზე, კანონპროექტს მხარი უნდა დაუჭიროთ თუ არა. რადგან მე არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი სად იქნება არჩევნების შემდეგ, მაგრამ ყველა თქვენგანს და უმრავლესობას ამ ქვეყანაში მოუწევს ცხოვრება”, – განაცხადა სამადაშვილმა.

საქართველოს პარლამენტი "ჯანმრთელობის შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებების პროექტს დაჩქარებული სახით განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას. კანონპროექტის ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე. კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S