Accentnews.ge
ანა დოლიძემ მოძრაობა “ხალხისთვის” დააარსა

ანა დოლიძემ მოძრაობა “ხალხისთვის” დააარსა

21/05/2020 16:11:46 საშინაო პოლიტიკა

იურისტმა ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა “ხალხისთვის” დააარსა. როგორც იგი აცხადებს, მოძრაობა იმ მოქალაქეებს გააერთიანებს, ვინც იბრძოდნენ და დღემდე იბრძვიან სამართლიანობისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

“ჩვენ დღეს აქ ვერთიანდებით ადამიანები, რომლებსაც აქვთ ბრძოლის გამოცდილება და ისტორია, რომლებსაც აქვთ ისტორია და გამოცდილება სამართლიანობისთვის სახელმწიფო ინტერესებისთვის ბრძოლის იმისთვი, რომ შევქმნათ ხალხის ხელისუფლება ხალხისთვის. რათა ხვალიდან ამ ქვეყანაში მოვიტანოთ პირობები სადაც ყველა მოქალაქე შეძლებს საკუტრი ნიჭის რეალიზებას უკეთესი მომავლის შესაქმნელად. [...] „…ისტების“ დრო უნდა დასრულდეს! – განსხვავებული აზრი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია, რადგან პოლარიზაცია კლავს სახელმწიფოს განვითარებას. ჩვენ ვირჩევთ სწრაფ სვლას მომავლისკენ და არა დაუსრულებელ ქექვას წარსულში, რაც იწვევს ქვეყნის საუკეთესო შესაძლებლობების გაფლანგვას.გადავდივართ საქმიან სახალხო დისკუსიაზე! ვიმოქმედებთ უკეთესი მომავლისთვის, რომელიც იქნება დაფუძნებული ღირებულებებზე, სახელმწიფო ინტერესებსა და ამოცანებზე და არა პიროვნულ თავდასხმებზე, შეურაცხყოფასა და ტროლებზე. საწორედ ამისთვის, შევქმნათ თანასწორობის სივრცე! ჩვენ გთავაზობთ სახალხო სივრცეს, სადაც ერთად ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს მომავალზე – როგორი ქვეყანა გვინდა და სად იცხოვრებენ ჩვენი შვილები", - აცხადებს დოლიძე.

როგორც მან ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა, პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას ჯერ–ჯერობით არ აპირებს.

იხილეთ ანა დოლიძის მოძრაობის მანიფესტი:

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S