
ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი
21/05/2020 17:49:02 სამართალი
ჩოხატაურის სოფელ გოთურში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ტელეკომპანია "მთავარის" ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცი სანადირო თოფით სავარაუდოდ, ნათესავმა მოკლა. როგორც ირკვევა, ინციდენტის მიზეზი 30 000 დოლარი იყო, რომლის დაბრუნებასაც მკვლელობაში ბრალდებული მოითხოვდა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ თავდამსხმელი მსხვერლის ოჯახს ტელეფონით დაუკავშირდა და მშობლებს მოკლული შვილის ფოტო გადაუგზავნა და განუცხადა, რომ საბოლოოდ იძია მათზე შური.
შსს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.