Accentnews.ge
სოფელ გუთურში 26 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სოფელ გუთურში 26 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

21/05/2020 20:08:49 სამართალი

სამართალდამცავებმა გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას თავის ნაცნობს მისსავე საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის ნაცნობს -1993 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, შ.ჯ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S