
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 69 პირი დაჯარიმდა
22/05/2020 06:54:05 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 69 ახალი ფაქტი გამოვლინდა. მათგან ყველაზე მეტი – 59„კომენდანტის საათის“ დარღვევაზე მოდის. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 8 პირი, ხოლო თვითიზოლაციის წესის დარღვევის – 2.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
ცნობისთვის: საგანგებო მდგომარეობა, მათ შორის „კომენდანტის საათი“ 22 მაისს ღამის 00:00 საათზე უქმდება.