
შეზღუდვები, რომლებიც 23 მაისიდან იხსნება
22/05/2020 07:50:39 საზოგადოება
საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება, 3 კაცის გადაყვანის შეზღუდვა კი მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, გაუქმდება საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტში და დარჩება მხოლოდ 2 სოფელში.
შეზღუდვები გრძელდება შემდეგი მიმართულებით:
- საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა შეჩეებულია;
- არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი;
- რესტორნები ადგილზე მომსახურებით ვერ იმუშავებენ;
- სავაჭრო ცენტრები, კერძოდ კი მოლები, დახურული რჩება;
- სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები დახურული რჩება;
- ტაქსებში 3 ადამიანზე მეტის ყოფნა ისევ აკრძალულია;
- ისევ დახურულია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები.